ფეხბურთი

19:10 | 14.10.2022 | ნანახია [] - ჯერ

რის ჯეიმსმა შესაძლოა მსოფლიოს ჩემპიონტი გამოტოვოს

ლონდონის „ჩელსის“ მცველმა რის ჯეიმსმა შესაძლოა მსოფლიოს ჩემპიონატი გამოტოვოს.

ინგლისელმა მცველმა „მილანთან“ შეხვედრაში მუხლის ტრავმა მიიღო, რომელიც იმაზე სერიოზული აღმოჩნდა, ვიდრე თავდაპირველად იყო მოსალოდნელი.

ჯერჯერობით, უცნობია რამდენი ხანი დასჭირდება 22 წლის ფეხბურთელის გამოჯანმრთელებასა და ჯერ ექიმებსაც არ მიუღიათ გადაწყვეტილება, სჭირდება თუ არა მას ოპერაცია.

აღსანიშნავია, რომ მსოფლიოს ჩემპიონატის დაწყებამდე ერთი თვით ადრე ინგლისის ნაკრების სხვა მარჯვენა მცველებიც ტრავმირებული არიან - ტრენტ ალექსანდერ-არნოლდო და კაილ უოკერი.

0.118014