ფეხბურთი

16:56 | 14.10.2022 | ნანახია [] - ჯერ

ტიაგო მოტა: "ნაპოლის" კვარაცხელიას გარდა, სხვა მაგარი მოთამაშეებიც ჰყავს"

„ბოლონიას“ მთავარმა მწვრთნელმა ტიაგო მოტამ „ნაპოლისთან“ მატჩამდე პრესკონფერენცია გამართა. იტალო-ბრაზილიელ სპეციალისტს ხვიჩა კვარაცხელიას შეჩერების გეგმაზეც ჰკითხეს, რაზეც უპასუხა, რომ „ნაპოლის“ სხვა ძლიერი ფეხბურთელებიც ჰყავს.

„ნაპოლის“ ასეთი თამაში არ მიკვირს, შესანიშნავი გუნდია, რომელსაც დიდი მწვრთნელი ჰყავს. კვარაცხელია? „ნაპოლის“ მხოლოდ ის არ ჰყავს, გუნდში ბევრი ძლიერი მოთამაშეა, ჩვენ მათ ისე დავუპირისპირდებით, როგორც ყველა სხვა გუნდს ამ მომენტამდე - სტრატეგიით“, - თქვა მოტამ.

შეგახსენებთ, რომ „ნაპოლისა“ და „ბოლონიას“ მატჩი 16 ოქტომბერს, თბილისის დროით 20:00 საათზე გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.10135