ფეხბურთი

15:15 | 14.10.2022 | ნანახია [] - ჯერ

"ნაპოლის" ზამბო ანგისა გამოაკლდა

„ნაპოლის“ ნახევარმცველმა ანდრე-ფრანკ ზამბო ანგისამ ტრავმა მიიღო და გუნდს გაურკვეველი პერიოდით გამოაკლდა.

ანგისა „აიაქსთან“ შეხვედრის მეორე ტაიმის დასაწყისში შეცვალეს და დღეს სამედიცინო გამოკვლევა ჩაუტარდა, რომელმაც მარჯვენა ფეხის ბარძაყის დაზიანება აჩვენა.

ჯერჯერობით, უცნობია ზუსტად რა პერიოდი გაუცდება კამერუნელ ნახევარმცველს, მაგრამ დაზიანება სერიოზული არ არის და სავარაუდოდ, უახლოეს პერიოდში თამაშს მოახერხებს. ამ ეტაპზე დაზუსტებით მხოლოდ ისაა ცნობილი, რომ ანგისა „ბოლონიასთან“ 16 ოქტომბერს, გასამართ შეხვედრას გამოტოვებს. იტალიური მედია კი წერს, რომ მას შესაძლოა ორი კვირა გაუცდეს.

შეგახსენებთ, რომ ზამბო ანგისამ მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 13 მატჩში 3 გოლი გაიტანა და 5 საგოლე პასი გააკეთა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110226