ვეტერანმა ტოგოელმა ფეხბურთელმა BeIN Sports-ს მიმომხილველმა რობერტ მალმმა საფრანგეთში მოთამაშე ქართველ ფეხბურთელებზე ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, ზურიკო დავითაშვილის, გიორგი მიქაუტაძისა და ამასთან, ხვიჩა კვარაცხელიას ამბავი ადასტურებს, რომ ნიჭიერი ფეხბურთელები ყველგან არიან.
„ლიგა 2-ში ორი სრულიად განსხვავებული ქართველი მოთამაშეა. მიქაუტაძე „ლიონში“ გაიზარდა და ამიტომ, კარგად იცის ევროპული ფეხბურთი, ყველა ის მოთხოვნა, რასაც მაღალი დონის ფეხბურთი მოითხოვს. ზურიკო დავითაშვილი კი ჩვენ წელს აღმოვაჩინეთ, არ ვაპირებ იმის თქმას, რომ ამ ბიჭს კარგად ვიცნობ, მაგრამ მისგან ბევრს ველით. ასევე არის ხვიჩა კვარაცხელია, რომელიც „ნაპოლიში“ ვითარდება. ეს სეზონი მან შედეგიანად დაიწყო. ეს ნიშნავს, რომ ნიჭიერი მოთამაშეები მხოლოდ საფრანგეთში არ არიან, ყველგანაა“, - თქვა მალმა.
შეგახსენებთ, რომ ზურიკო დავითაშვილმა „ბორდოში“ ჩატარებულ სამ მატჩში 1 გოლი გაიტანა და 1 საგოლე პასი გააკეთა.