ტელეკომპანია DAZN-ს კომენტატორმა რიკარდო ტრევიზანიმ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა და თქვა, რომ ის ათწლეულის შენაძენია. როგორც მან აღნიშნა, არ ახსენდება ასე იაფად და დაბალი დონის ჩემპიონატიდან ნაყიდი მოთამაშე, რომელსაც სერია A-ზე ასეთი გავლენა მოეხდინოს.
„კვარაცხელია წარმოუდგენელი შენაძენია, არ მახსენდება არავინ, ვინც სერია A-ში პირველი დონის ჩემპიონატიდან არ მოსულა და ასეთი რაღაცები გააკეთა. ჯერ კიდევ რამდენიმე კვირის წინ, „ლაციო“ – „ნაპოლის“ თამაშის ბედი მარტო კვარაცხელიამ გადაწყვიტა, ის განსაკუთრებულია. მე ბევრი კრიტიკა მივიღე იმიტომ, რომ კვარაცხელია ათწლეულის ტრანსფერად დავასახელე, მაგრამ იტალიური ფეხბურთის პრინცი არასოდეს გამხდარა ასე იაფად შეძენილი ფეხბურთელი“, - თქვა ტრევიზანიმ.
შეგახსენებთ, ხვიჩა კვარაცხელიას ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონში ოთხ მატჩში 2 გოლი, 3 საგოლე პასი და ერთი მოპოვებული პენალტი აქვს მითვლილი, ხოლო სერია A-ს მონაგარსაც თუ დავუმატებთ, მთლიანად სეზონში ასეთი სტატისტიკა აქვს: 13 მატჩი, 7 გოლი, 5 საგოლე პასი და 3 მოპოვებული პენალტი.