ფეხბურთი

15:38 | 13.10.2022 | ნანახია [] - ჯერ

„ჩელსი“ ტრანსფერებზე 500 მილიონის დახარჯვას აპირებს

ზამთრის და ზაფხულის უახლოესი სატრანსფერო ფანჯრებისას ლონდონის „ჩელსი“ დაახლოებით 500 მილიონი ევროს დახარჯვას აპირებს - გვამცნობს Sport Bild.

კლუბის ახალი მფლობელი, ტოდ ბელი, გუნდში პრემიერლიგისა და ბუნდესლიგის რამდენიმე ვარსკვლავური ფეხბურთელის მიყვანას აპირებს.

მაგალითად, წყაროს მტკიცებით, „ლაიპციგის“ ნახევარმცველმა, კრისტოფერ ნკუნკუმ, „არისტოკრატებისთვის“ უკვე გაიარა სამედიცინო შემოწმება და ხუთწლიან კონტარქტს მას ყატარის მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე გაუფორმებენ. სატარნსფერო თანხა 60 მილიონი ევროა.

ასევე „ლაიპციგიდან“ მზადდება ხორვატი მცველის, იოშკო გვარდიოლის, „ვესტ ჰემიდან“ დეკლან რაისის, ხოლო„ბაიერნიდან“ ფრანგი ბენჟამინ პავარის ტრანსფერები.

მთავარი სამიზნე კი „დორტმუნდის“ 19 წლის შუახაზელი ჯუდ ბილინგემია, რომელშიც „ლურჯები“ 120 მილიონ ევროს იხდიან. თუმცა მისთვის პრემიერლიგის და პრიმერა დივიზიონის კლუბებიც იბრძვიან.

თეგებიჩელსი
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110091