„მანჩესტერ იუნაიტედის“ მფლობელებმა, ძმებმა ჯოელ და აბრამ გლეიზერებმა განაცხადეს, რომ მზად არიან გაყიდონ კლუბი თუ ვინმე მათ 10 მილიარდ დოლარს გადაუხდის - გვამცნობს Daily Star.
მიუხედავად იმისა, რომ ალექს ფერგიუსონის წასვლის შემდეგ (2013 წელს) კლუბს რაიმე მნიშვნელოვანი წარმატება არ ჰქონია (თუ არ ჩავთვლით 2016/17 წლების სეზონში ევროპა ლიგის მოგებას, რაც მათთვის დიდი ვერაფერი მიღწევაა), ამერიკელი მფლობელები არ ფიქრობენ კლუბის დათმობას. თუმცა თუ 10-მილიარდიანი შეთავაზება მიიღეს, გაყიდვის წინააღმდეგი არ იქნებიან.
თუ ასეთი გარიგება შედგა, მაშინ „მანჩესტერი“ მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული კლუბი გახდება. ამჟამად ასეთი ამერიკული ფეხბურთის კლუბი „დალას კოვბოიზია,“ რომლის ღირებულება 8 მილიარდი დოლარია.
გლეიზერებმა „იუნაიტედი“ 2005 წელს შეიძინეს 800 მილიონ დოლარად.