ფეხბურთი

14:16 | 13.10.2022 | ნანახია [] - ჯერ

კარაგერი: „მბაპე ეგოისტია. 23 წლის ბიჭისთვის ასეთი ქცევა დაუჯერებელი ამბავია“

„ლივერპულისა“ და ინგლისის ნაკრების ყოფილმა მცველმა, ამჟამად კი ფეხბურთის ანალიტიკოსიმა, ჯეიმი კარაგერმა, „პარი სენ-ჟერმენის“ თავდამსხმელი, კილიან მბაპე ეგოიზმისა და დომინირების სურვილისთვის გააკრიტიკა.

„მბაპე ყველას გვიყვარს როგორც მოთამაშე. ის შესანიშნავია. მაგრამ მასში იმდენი ეგოიზმი და დომინირების სურვილია, 23 წლის ბიჭისთვის დაუჯერებელი ქცევაა.

ვფიქრობ, ერთხელ ვინმემ უნდა უთხრას - „არა.“ - ციტირებს კარაგერის სიტყვებს Daily Star.

წინა დღეებში მედიაში გამოჩნდა ინფორმაცია, რომ მბაპე უკმაყოფილოა პსჟ-ის ხელმძღვანელობით, რომლებიც დაპირებებს არ ასრულებენ. ამიტომ ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას კლუბის დატოვებას აპირებს.

0.114331