ფეხბურთი

11:24 | 13.10.2022 | ნანახია [] - ჯერ

რონალდომ 2022 წლის „ოქროს ბურთის“ ფავორიტის ვინაობა დაასახელა

ბრაზილიის ნაკრების ლეგენდარულმა თავდამსხმელმა, ამჟამად კი „კრუზეირუსა“ და „ვალიადოლიდის“ მფლობელმა, რონალდომ, 2021/22 წლების სეზონის „ოქროს ბურთის“ ფავორიტის ვინაობა დაასახელა.

„არ მგონია, ბენზემას ვინმემ სერიოზული კონკურენცია გაუწიოს. მას შთამბეჭდავი მაჩვენებლები აქვს და რაც მთავარია, ის შეუდარებელი იყო ჩემპიონთა ლიგაში.

შეეძლოთ თუ არა სხვა ფეხბურთელებს გამარჯვება? რა თქმა უნდა. მაგრამ გასულ სეზონში ბენზემას და მათ შორის სხვაობა ძალიან დიდი იყო.“ - ციტირებს ბრაზილიელი ვარსკვლავის სიტყვებს NotiMerica.

2022 წლის „ოქროს ბურთის“ დაჯილდოების ცერემონია 17 ოქტომბერს გაიმართება პარიზში.

0.138593