ფეხბურთი

2:23 | 13.10.2022 | ნანახია [] - ჯერ

ფედელე: "კვარაცხელიასთან ერთად "ნაპოლი" მეტოქეებს 12-10-ზე ეთამაშება"

„პარმას“ ყოფილმა სპორტულმა დირექტორმა, ფაბიო და პაოლო კანავაროების ექსაგენტმა ენრიკო ფედელემ „ნაპოლისა“ და „აიაქსის“ მატჩზე ისაუბრა.

როგორც მან თქვა, „ნაპოლისთვის“ ერთადერთი ფუნდამენტური ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელიაა და არგუმენტებიც დაასახელა:

„ყველა ჩვენგანი დარწმუნებული იყო, რომ ვიქტორ ოსიმენი ამ გუნდის ერთადერთი შეუცვლელი ელემენტი იყო, ნამდვილი ვარსკვლავი. თუმცა, ასე არ არის. "ნაპოლიმ" აჩვენა, რომ ნიგერიელის გარეშე თამაში შეუძლია. ერთადერთი, ნამდვილად ფუნდამენტური მოთამაშე კვარაცხელიაა. მასთან ერთად „აძური“ 12 ფეხბურთელით თამაშობს და მეტოქეებს აიძულებს 10 კაცით ითამაშონ, რადგან მეტოქეებს ყვითელი ან წითელი ბარათებით ტვირთავს“, - თქვა ფედელემ.

შეგახსენებთ, ხვიჩა კვარაცხელიას ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონში ოთხ მატჩში 2 გოლი, 3 საგოლე პასი და ერთი მოპოვებული პენალტი აქვს მითვლილი, ხოლო სერია A-ს მონაგარსაც თუ დავუმატებთ, მთლიანად სეზონში ასეთი სტატისტიკა აქვს: 13 მატჩი, 7 გოლი, 5 საგოლე პასი და 3 მოპოვებული პენალტი!

0.111049