სხვა

23:33 | 12.10.2022 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს ხელბურთელთა ნაკრებმა ჯგუფის ერთ-ერთ ლიდერთან დასანანი მარცხი განიცადა

2024 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის პირველ მატჩში მარცხი განიცადა საქართველოს ხელბურთელთა ნაკრებმა. ჩვენი ქვეყნია გუნდი სტუმრად ჯგუფის ერთ-ერთ ლიდერ, შვეიცარიის ნაკრებს შეხვდა და მინიმალური ანგარიშით - 24:23 წააგო.

პირველი ტაიმი მასპინძლებმა 15:12 მოიგეს, მეორე ნახევარში კი ქართველმა ხელბურთელებმა მეტოქეზე მეტი გოლი გაიტანეს (11:9) თუმცა, ეს გამარჯვებისთვის საკმარისი არ გამოდგა.

ქართველთაგან ყველაზე მეტი ცხოვრებაძემ გაიტანა, მის ანგარიშზე 7 გოლი იყო, 5-ჯერ აიღო მეტოქის კარი კბილაშვილმა, ხოლო 4-4-ჯერ თავი არსენიშვილმა და კალანდაძემ გამოიჩინეს.

გეტყვით, რომ ჯგუფიდან გასვლის შანსი 8-დან 4 საუკეთესო მესამე ადგილოსან გუნდებს ექნებათ, შესაბამისად გატანილ და გაშვებულ გოლებს შორის სხვაობაც საყურადღებოა.

ჯგუფის მეორე შეხვედრა ჯგუფის უპირობო ლიდერ უნგრეთისა და ლიეტუვის ნაკრებებს შორის უნგრეთის გამარჯვწბით - 36:23 დასრულდა.
ტიტე კალანდაძია გუნდი მომდევნო შეხვედრას სწორედ უნგრეთთან ჩაატარებს, მატჩი თბილისში, 16 ოქტომბერს ჩატარდება.

0.114633