ფეხბურთი

21:45 | 12.10.2022 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს თასის ნახევარფინალისტები ცნობილია

საქართველოს თასის გათამაშებაში მეოთხედფინალური ეტაპი დასრულდა. ყველაზე დიდი სენსაციის შესახებ უკვე ვწერდით, რომელიც ლიგა 4-ის წარმომადგენელ „ლოკომოტივი 2“-ს უკავშირდება, რომელიც ნახევარფინალში გავიდა.

ნახევარფინალში გავიდნენ „დინამო თბილისი“, „ტორპედო“ და „საბურთალოც“. „დინამო“ შინ გორის „დილასთან“ აგებდა, მაგრამ სიტუაცია შეატრიალა, ორჯერ გაიტანა და მოიგო - 2:1.

ქუთაისის „ტორპედო“ ჯერ აგებდა, მერე ფრეც იყო „რუსთავთან“ საგარეო შეხვედრაში, მაგრამ პედრო მონტეიროს დუბლით მეტოქეს მაინც აჯობა. კახა ჩხეტიანის გუნდმა 4:2 მოიგო და ნახევარფინალშია.

საქართველოს თასისთვის იბრძვის „საბურთალოც“, რომელიც ტურნირის მოქმედი გამარჯვებულია. თბილისელებმა გასვლაზე „შუქურას“ დამაჯერებლად, იური ტაბატაძისა და გურამ გოშთელიანის გოლებით აჯობა.

საქართველოს თასის ნახევარფინალური წყვილები მოგვიანებით გაირკვევა.

„შუქურა“ – „საბურთალო“ 0:2 (0:1)

გოლები: 0:1 ტაბატაძე (7), 0:2 გოშთელიანი (50)

„დინამო თბილისი“ – „დილა“ 2:1 (1:1)

გოლები: 0:1 კაპანაძე (28), 1:1 კამარა (30), 2:1 იმრანი (74)

„რუსთავი“ – „ტორპედო“ 2:4 (1:2)

გოლები: 1:0 კიტეიშვილი (3, პენ), 1:1 კუხიანიძე (22, პენ), 1:2 ახვლედიანი (42), 2:2 ნაკანო (48), 2:3 მონტეირო (67), 2:4 მონტეირო (86)

0.117271