ფეხბურთი

18:22 | 12.10.2022 | ნანახია [] - ჯერ

ნიკოლა ამორუზო: "კვარაცხელია განსხვავებას მაშინაც ქმნის, როცა ცუდად თამაშობს"

ტურინის „იუვენტუსისა“ და „ნაპოლის“ ყოფილმა ფეხბურთელმა ნიკოლა ამორუზომ ხვიჩა კვარაცხელიაზე გააკეთა კომენტარი და თქვა, რომ ის შესანიშნავი მოთამაშეა, მაგრამ გადამწყვეტი მომდევნო სეზონი იქნება.

„ის არის ერთ-ერთი მოთამაშე, რომელიც განსხვავებას მაშინაც ქმნის, როცა ცუდად თამაშობს. მე აქამდეც ვიცნობდი ამ ბიჭს: კრისტიან ძაკარდო იყო გადამწყვეტი მის ტრანსფერში, ყოველთვის განსაკუთრებული აქცენტით მელაპარაკებოდა ამ ახალგაზრდა ქართველზე. მას შესანიშნავი თვისებები აქვს, განსაკუთრებით სერია A-სთვის. მომდევნო სეზონი კიდევ უფრო გადამწყვეტი იქნება იტალიური ფეხბურთის კონკრეტულ მექანიზმებთან შესაგუებლად“, - თქვა ამორუზომ.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ მიმდინარე სეზონში 12 მატჩში 6 გოლი გაიტანა, 4 საგოლე პასი გააკეთა და 3-ჯერ პენალტი მოიპოვა.

0.114166