ფეხბურთი

17:40 | 12.10.2022 | ნანახია [] - ჯერ

ვეტერანი იტალიელი მწვრთნელი: "იუვეს" დი მარია კი არა, კვარაცხელია უნდა დაემატებინა"

ვეტერანმა იტალიელმა მწვრთნელმა ჯოვანი გალეონემ „იუვენტუსის“ შესახებ ისაუბრა. როგორც მან თქვა, ტურინელების მთავარი პრობლემა არასწორი სატრანსფერო პოლიტიკა იყო.

გალეონე ცნობილია მასიმილიანო ალეგრისთან ახლო მეგობრობით და ის მაქსის დანაშაულის წარუმატებელ სეზონში ვერ ხედავს.

„იუვე“ ძალიან სუსტია, ამას გუშინდელი მატჩი მოწმობს. არ ვიცი, როგორ მოახერხეს ამ სეზონის დასაწყისში იმის თქმა, რომ ამ გუნდს სკუდეტოს მოგება შეეძლო. ფეხბურთი, რომელსაც იტალიაში თამაშობენ, სასაცილოა, მხოლოდ „ნაპოლი“ თამაშობს კარგად.

სატრანსფერო ბაზარზე ტურინელებმა ყველაფერი არასწორად გააკეთეს. ბრემერის ნაცვლად კულიბალი უნდა ეყიდათ. დი მარია? უმჯობესი იყო კვარაცხელია დაემატებინათ. ეს ყველაფერი ალეგრის ბრალი კი არ არის, არამედ, როგორ დაიგეგმა სატრანსფერო ბაზარი. უნდა ეყიდათ რასპადორი და არა მილიკი, თუმცა პირველ რიგში მე გუნდიდან ბონუჩის გავუშვებდი. „იუვეს“ თამაშის ყურება ზუსტად იგივეა, რომ „ჯენოას“ ან „პოტენცას“ თამაშს უყურო. ალეგრის გადადგომა? ის ამას არასდროს გააკეთებს“, - თქვა გალეონემ.

0.121464