ფეხბურთი

14:17 | 12.10.2022 | ნანახია [] - ჯერ

დელ პიერო: "იუვენტუსს" ფსიქოლოგიური და ფიზიკური პრობლემები აქვს"

იტალიური ფეხბურთის ლეგენდამ ალესანდრო დელ პიერომ „იუვენტუსის“ კრიზისზე კომენტარი გააკეთა. როგორც მან აღნიშნა, ტურინულ გუნდს ფიზიკურის გარდა, ფსიქოლოგიური პრობლემებიც აქვს.

„იუვენტუსის“ თამაშზე პოზიტიური სიტყვების პოვნა ძნელია. მეტოქეს ძალიან ბევრი თავისუფალი ზონა დაუტოვეს, პირველ ტაიმში თითქმის არაფერი გაუკეთებია, არასაკმარისად აგრესიულად ითამაშა, ყველა დუელი წააგო. გუნდს აშკარა პრობლემები აქვს ფსიქოლოგიური და ფიზიკური კუთხით, რისი მოგვარებაც არც ისე ადვილია“, - თქვა დელ პიერომ.

შეგახსენებთ, რომ "იუვენტუსმა" ჩემპიონთა ლიგაზე ისტორიაში პირველად წააგო საწყის ოთხ ტურში 3 მატჩი და 3 ქულით მერვედფინალში გასვლის შანსი პრაქტიკულად დაკარგული აქვს. გარდა ამისა, სერია A-ში მერვე ადგილზეა და ლიდერ "ნაპოლის" 10 ქულით ჩამორჩება.

0.118426