ფეხბურთი

12:39 | 12.10.2022 | ნანახია [] - ჯერ

"ნაპოლის" ცენტრალური მცველი წლის ბოლომდე გამოაკლდა

იტალიურ „ნაპოლის“ ცენტრალური მცველი ამირ რაჰმანი მიმდინარე წლის ბოლომდე გამოაკლდა. ამის შესახებ ნეაპოლური მედია წერს.

კოსოვოელმა მცველმა ტრავმა „კრემონეზესთან“ მატჩში მიიღო და როგორც გაირკვა, დაზიანება საკმაოდ სერიოზულია.

რაჰმანი მსოფლიოს ჩემპიონატის პაუზამდე დარჩენილ ცხრა მატჩს გამოტოვებს, შემდეგ პაუზა იწყება და შესაბამისად, გუნდს მხოლოდ 2023 წელს დაუბრუნდება. ნეაპოლელები 4 იანვარს, მილანის „ინტერს“ შეხვდებიან და მისი დაბრუნებაც ამ შეხვედრაშია მოსალოდნელი.

ამირ რაჰმანი „ნაპოლიში“ 2020 წლიდან თამაშობს და 72 შეხვედრაში 5 გოლი აქვს გატანილი.

0.12321