ფეხბურთი

21:32 | 11.10.2022 | ნანახია [] - ჯერ

სპალეტი: "აიაქსთან" თამაშს ფინალივით უნდა მივუდგეთ"

„ნაპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ „აიაქსთან“ მატჩამდე პრესკონფერენცია გამართა, მაგრამ ხვიჩა კვარაცხელიაზე არ უსაუბრია. როგორც იტალიელმა აღნიშნა, ამ თამაშს ისინი ფინალივით უნდა მიუდგნენ.

„ხვალ მომდევნო ეტაპზე გასასვლელად ვითამაშებთ სავსე სტადიონის წინაშე. ვიცით, როგორი იქნება მათი რეაქცია პირველი მატჩის შემდეგ, გვინდა ამ თამაშს ისე მივუდგეთ, როგორც ფინალს. დიდი მონდომებით უნდა ვითამაშოთ და მიდგომაა არ უნდა შევცვალოთ.

რა თქმა უნდა, ძირითად შემადგენლობაში რაღაც შეიცვლება, მაგრამ დღეს ამაზე არაფერს ვიტყვი. ცოტა უსამართლობა იქნება, ფეხბურთელებმა ჩემი არჩევანი ჯერ გაზეთებიდან რომ გაიგონ“, - თქვა სპალეტიმ.

შეგახსენებთ, რომ „ნაპოლისა“ და „აიაქსის“ მატჩი 12 ოქტომბერს, თბილისის დროით 20:30 საათზე გაიმართება. იტალიური კლუბი ქულის მოპოვების შემთხვევაში მერვედფინალის საგზურს მოიპოვებს.

0.120571