პოზნანის „ლეხის“ ფეხბურთელი გიორგი წიტაიშვილი პოლონეთის ექსტრაკლასას მე-12 ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა.
ქართველი შემტევი ექსტრაკლასას ოფიციალურმა ვებგვერდმა გამოარჩია. გასულ ტურში გიორგიმ „რადომიაკთან“ გამარჯვების გოლი გაიტანა (1:0) და თავის გუნდს მნიშვნელოვანი 3 ქულის მოპოვებაში დაეხმარა. ის ტურის სიმბოლურ ნაკრებში პირველად შეიყვანეს.
მიმდინარე სეზონში წიტაიშვილმა პოლონეთის ჩემპიონატის 9 მატჩში თავი თითო გოლით და საგოლე პასით გამოიჩინა.