ფეხბურთი

14:23 | 11.10.2022 | ნანახია NaN - ჯერ

პოლონელები რუსებს არ ეთამაშებიან

პოლონეთის ნაკრების პრეს-ატაშემ, იაკუბ კვიატკოვსკიმ, კოლეგებს თავისი აზრი გაუზიარა, თუ რას ფიქრობს რუსეთის ნაკრებთან სავარაუდო ამხანაგური მატჩის გამართვის შესახებ.

„რუსეთის ნაკრებთან ამხანგურ მატჩს უახლოეს მომავალში არ ვითამაშებთ. ამას დარწმუნებით გეუბნებით.“ - ციტირებს კვიატკოვსკის სიტყვებს sport-express.ru.

რუსეთის ნაკრები, რომელსაც ოფიციალურ საერთაშორისო მატჩებში მონაწილეობა აკრძალული აქვს, 24 სექტემბერს ბიშკეკში ყირგიზებს ამხანაგურად გაეჯიბრა (2:1).

19 ნოემბერს კი რუსები ასევე ამხანაგურ შეხვედრაში ბოსნია-ჰერცეგოვინის ნაკრებს დაუპირისპირდებიან.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.06815
სარეკლამო ადგილი - 99
X x X