ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის „ჩელსისთან“ მეოთხე ტურის მატჩის წინ, „მილანის“ მთავარმა მწვრთნელმა, სტეფანო პიოლიმ, ჟურნალისტებს თავისი აზრი გაუზიარა.
„ყველას უნდა ვუჩვენოთ, რომ ლონდონში მარცხი (0:3) შემთხვევითობა იყო და არა კანონზომიერება. „სტემფორდ ბრიჯზე“ ჩატარებული შეხვედრის შემდეგ ძალიან გულდაწყვეტილები ვიყავით.
აქედან გაკვეთილი უნდა გამოვიტანოთ და ნაკლები შეცდომები დავუშვათ. „მილანს“ არ შეუძლია ორჭოფობით ცხოვერება. ფეხბურთელებმა ისეთი თამაში უნდა აჩვენონ მინდორზე, როგორიც „მილანს“ ეკადრება.
წინ მორიგი მატჩი გველის „ჩელსისთან“ და ღირსეულდად უნდა წარვსდგეთ ჩვენი გულშემატკივრის წინაშე“ - ციტირებს პიოლის სიტყვებს უეფას პრესსამსახური.
„მილანი“ – „ჩელსის“ შეხვედრა დღეს, 11 ოქტომბერს გაიმართება „სან-სიროს“ სტადიონზე და თბილისის დროით 23 საათზე დაიწყება.