ძიუდო

13:25 | 11.10.2022 | ნანახია NaN - ჯერ

ილია სულამანიძეს მსოფლიოს ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედლის შანსი აქვს

უზბეკეთის დედაქალაქ ტაშკენტში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე დღეს ასპარეზობა 100 კგ წონით კატეგორიაში იმართება და ილია სულამანიძეს ბრინჯაოს მედლის შანსი აქვს.

სულამანიძემ ასპარეზობა მეორე წრიდან დაიწყო და გერმანელი დანიელ ჰერბსტი დაამარცხა, რასაც თურქ მერთ შიშმანლართან იპონით გამარჯვება მოჰყვა. ილიამ მეოთხედფინალიც კარგად დაიწყო და კანადელ კაილ რეიესს ვაზარით ამარცხებდა, მაგრამ შეხვედრის დასრულებამდე 50 წამით ადრე შებოჭვაზე მოჰყვა და მარცხი განიცადა, შედეგად რეპეშაჟში გადავიდა, სადაც ორგზის და მოქმედი მსოფლიოს ჩემპიონი პორტუგალიელი ჟორჟე ფონსეკა დაამარცხა. ძალიან ძლიერ მეტოქესთან სულამანიძე ვაზარით აგებდა, მაგრამ ამჯერად მეოთხედფინალური ბრძოლის სცენარი შეიცვალა, ფონსეკა შებოჭვაზე თავად დაიჭირა, ჯერ ვაზარი აართვა და ბოჭვაც შეინარჩუნა და იპონით მოიგო. შედეგად ფინალურ ბლოკში ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს, სადაც ნიდერლანდელ მიხაელ კორელს შეხვდება. მოგეხსენებათ. სულამანიძე წინა მსოფლიოს ჩემპიონატის ბრინჯაოსმედალოსანია.

უმედლოდ დაასრულა ასპარეზობა ვარლამ ლიპარტელიანმა, რომელმაც ესტონელი გრიგორი მინასკინი იოლად დაამარცხა, მაგრამ შემდეგ უზბეკ მუზაფარბეკ ტურობოიევთან დამარცხდა და რეპეშაჟშიც ვერ გადავიდა. სხვათა შორის, 100 კგ წონით კატეგორიის ფინალში რეიესი და ტურობოიევი გავიდნენ, რომლებმაც ქართველები დაამარცხეს - სულამანიძემ კანადელთან წააგო, ლიპარტელიანმა კი უზბეკთან.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს აქტივში ამ დროისთვის სამი მედალია - ტატო გრიგალაშვილმა ოქრო, ხოლო ლუკა მაისურაძემ და ლაშა ბექაურმა ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს. მსოფლიოს ჩემპიონატზე 12 ოქტომბერს, მძიმე წონაში გურამ თუშიშვილი იასპარეზებს, ხოლო ქალებში ძალებს სოფიო სომხიშვილი მოსინჯავს.


კომენტარები (3)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

11:50 | 10.02.2021
dinamo222 (8587)

კი მაგრამ თუ ჯაბას გარეშე თამაშმა ბალანსი დაკარგა ეგ ჩემისები მანამ როგორ თამაშობდნრნ ჯაბა სანამ არ იყო გუნდში ??

11:48 | 10.02.2021
dinamo222 (8587)

მაგარია ასე კარგად რომ დაიწყო !

10:34 | 10.02.2021
lagashi (6738)

თავის დროზე არ უნდა აბარგებულიყო რეიმსიდან, მალევე დაბრუნდა უმარლეს დივიზიონში ეგ გუნდი

11:19 | 10.02.2021
maradona73@bianko-nero (645)

ხო მეც გამიკვირდა მაშინ, თან ასაკიც არ ქონდა ისეთი.

0.07301