ფეხბურთი

12:37 | 11.10.2022 | ნანახია [] - ჯერ

კურტუა „ბარსელონასთან“ მატჩამდე გამოჯანმრთელდება

მადრიდის „რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა, კარლო ანჩელოტიმ, ჟურნალისტებს ტრავმირებული მეკარის, ტიბო კურტუას ჯანმრთელობის შესახებ უამბო.

„კურტუა ახლა თავს გაცილებით უკეთ გრძნობს, ვიდრე წინა დღეებში. საერთო ჯგუფში ის ხუთშაბათიდან დაიწყებს ვარჯიშს, რათა „ბარსელონასთან“ კვირის მატჩისთვის მოემზადოს.“ - თქვა პრესკონფერენციაზე იტალიელმა სპეციალისტმა.

შეგახსენებთ, რომ ესპანური პრიმერას მე-7 ტურის „ოსასუნასთან“ მატჩისწინა მოთელვაზე ბელგიელმა კარის დარაჯმა თავი შეუძლოდ იგრძნო და მის მაგიერ „რეალის“ კარში უკრაინელი ანდრი ლუნინი ჩადგა.

მოგვიანებით კურტუას რადიკულიტის დიაგნოზი დაუსვეს.

0.112112