„ინტერი“ თავის თურქ შუახაზელს, ჰაქან ჩალჰანოღლუს, ახალ, ხანგრძლივ კონტრაქტს შესთავაზებს. მისი აგენტი უკვე ჩავიდა მილანში და კლუბის ხელმძღვანელობას ესაუბრა - წერს ტვიტერში ჟურნალისტი ნიკოლო სკირა.
28 წლის ჩალჰანოღლუ „ინტერს“ 2021 წელს შეუერთდა „მილანიდან“ თავისუფალი აგენტის სტატუსით. კონტრაქტი 2024 წლის ზაფხულამდე გაფორმდა, კიდევ ერთი წლით გახანგრძლივების პერსპექტივით.
ჩალჰანოღლუმ, რომელიც გუნდის ლიდერია, მიმდინარე სეზონში სერია A-სა და ჩემპიონთა ლიგის 11 მატჩში ორი ბურთი გაიტანა და ერთი საგოლე გადაცემა შეასრულა.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
გუგეშაშვილი, მალი, კუცია, ქოჩორაშვილი და ჩაკვეტაძე არიან ის ბიჭები რომლებსაც როგორც ვიცი შემდეგი 19 წლამდელიც უწევთ, მართალია?...
თუ ჩაკვეტაძე ფიზიკაში მოუმატებს, დიდი ფეხბურთი უნდა ითამაშოს...
წარმატებები ორივეს
ისე, ჩენმა გუნდებმა ევროპაზე ისეთი შედეგი დადეს, მშობლიურ ფეხბურთზე წერა და გინება არ დაზარება კაცს....