ფეხბურთი

10:48 | 11.10.2022 | ნანახია [] - ჯერ

„კლოპის ეპოქის დასასრული“? - ექს-ლივერპულელი გუნდის დღევანდელ მდგომარეობაზე

„ლივერპულის“ ყოფილი ნახევარმცველი, დიტმარ ჰამანი, არ გამორიცხავს, რომ ახლოვდება გუნდის მთავარი მწვრთნელის, იურგენ კლოპის ეპოქის დასასრული.

„ვფიქრობ, მალე მწვრთნელის პოზიციაზე მოგვიწევს მსჯელობა. კლოპმა თქვა, რომ კვლავ გრძნობს თავს ამ როლისათვის გამოსადეგად, მაგრამ წვრილმანებს ვხედავ. მაგალითად, ჰენდერსონთან სიტუაცია, ჯორდანს არ ესიამოვნა, როცა კაპიტნის სამკლაური მოიხსნა, თან თავს უკმაყოფილოდ აქნევდა.

ეს ის არის, რაც „ლივერპულში“ ბოლო ხუთი წლის განმავლობაში არ ყოფილა. ცხადია, ეს წვრილმანებია, მაგრამ მაჩვენებელია იმისა, რომ ადამიანებს გუნდში და შეიძლება მთავარ მწვრთნელთანაც, რაღაც პრობლემები აქვთ.

ვიმედოვნებ, მათ ისევ გაუჩნდებათ თვალებში ნაპერწკალი, მაგრამ კლოპის ეპოქის დასასრული ხომ არ არის ეს?“ - ციტირებს ჰამანის სიტყვებს talkSPORT.

0.11972