ფეხბურთი

10:17 | 11.10.2022 | ნანახია [] - ჯერ

კონტე, შესაძლოა, პრემიერლიგის ყველაზე მაღალანაზღაურებადი მწვრთნელი გახდეს

„ტოტენჰემის“ ხელმძღვანელობა გუნდის მთავარი მწვრთნელისთვის, ანტონიო კონტესთვის ახალი კონტრაქტის შეთვაზებას აპირებს - გვამცნობს football365.com.

წყაროს ინფორმაციით, „დეზების“ თავკაცებს აკმაყოფილებთ იტალიელი სპეციალისტის მუშაობა და უნდათ მალევე მოაგვარონ ხელშეკრულების გაგრძელებასთან დაკავშირებული წვრილმანები.

ისინი მზად არიან კონტე პრემიერლიგის ყველაზე მაღალანაზღაურებადი მწვრთნელი გახადონ, წელიწადში 23 მილიონევროიანი ჯამაგირით.

შეგახსენებთ, რომ კონტე „ტოტენჰემში“ 2021 წლის ნოემბრიდან მუშაობს. მის ასებულ ხელშეკრულებას ლონდონურ კლუბთნ ვადა 2023 წლის ივნისში ეწურება.

პრემიერლიგის ამჟამინდელ ცხრილში „ტოტენჰემს“ 20 ქულით მესამე ადგილი უჭირავს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112693