ფეხბურთი

0:42 | 11.10.2022 | ნანახია NaN - ჯერ

ანტონიო კასანო: "სიგიჟეა, რომ კვარაცხელიას ყიდვა არცერთ კლუბს არ უფიქრია"

ვეტერანმა იტალიელმა ფეხბურთელმა ანტონიო კასანომ ხვიჩა კვარაცხელია კიდევ ერთხელ შეაქო. ის პრაქტიკულად შანსს ხელიდან არ უშვებს და ყოველი მატჩის შემდეგ ქართველ შემტევზე ძალიან დადებითად საუბრობს.

„ნაპოლი“ ძალიან კარგად მოიქცა, რომ ის დაიმატა, მაგრამ სიგიჟეა ის, რომ არცერთ კლუბს არ უფიქრია მისი ყიდვა. ის ჩემზე შთაბეჭდილებას ახდენს, მას არ ვიცნობდი და არ ვიცი, რა ეპითეტით დავახასიათო. ის ძლიერია ყველა კომპონენტში, ორივე ფეხით თამაშში, ჩემთვის ფენომენალური მოთამაშეა“, - თქვა კასანომ.

შეგახსენებთ, ხვიჩა კვარაცხელიას მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 12 მატჩში 6 გოლი, 4 საგოლე პასი და 3 მოპოვებული პენალტი აქვს თავის ანგარიშზე.


კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

17:50 | 08.04.2020
KoRBeN DaLLaS (24848)

სიძვის დიაცი რომ მორალს წაგიკითხავს...
ეს რომ გვარდიმ გაიგოს, აკაკის "გამზრდელივით" თავში დამბაჩას იკრავს - კაცად ვერ გამიზრდიხარო

17:48 | 08.04.2020
KoRBeN DaLLaS (24848)

კომენტარი დაბლოკილია ცენზურის ავტომატური ბლოკირების მიერ, ის შეიძლება დაიშვას მოდერატორის მიერ

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.069433