ფეხბურთი

23:24 | 10.10.2022 | ნანახია [] - ჯერ

"მილანს" დე კეტელარე გამოაკლდა

იტალიურ „მილანს“ ბელგიელი ნახევარმცველი შარლ დე კეტელარე გამოაკლდა. მას კუნთის ტრავმა აქვს და უახლოეს პერიოდში „როსონერის“ ვერ დაეხმარება.

როგორც მილანელთა მთავარმა მწვრთნელმა სტეფანო პიოლიმ თქვა, ბელგიელი ვერც ლონდონის „ჩელსისთან“ ითამაშებს და ვერც სერია A-ს უახლოეს ტურში. ჯერჯერობით, უცნობია, რამდენად სერიოზულია ტრავმა.

აქვე გეტყვით, რომ მიმდინარე სეზონში შარლ დე კეტელარემ 12 მატჩი ჩაატარა და გოლი არ გაუტანია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111916