ფეხბურთი

20:50 | 10.10.2022 | ნანახია [] - ჯერ

დანიელე დე როსი სერია B-ს კლუბის მთავარ მწვრთნელად დაინიშნა

ვეტერანი იტალიელი ფეხბურთელი დანიელე დე როსი „სპალს“ გაწვრთნის და ეს მისი პირველი კლუბია სამწვრთნელო კარიერაში.

დე როსისა და ფერარულ კლუბს შორის კონტრაქტი 2024 წლის ზაფხულამდე გაფორმდა. „სპალი“ სერია B-ში თამაშობს, მაგრამ სეზონი ცუდად დაიწყო და 9 ქულით მე-14 ადგილზეა.

დანიელე დე როსის მწვრთნელად აქამდე არსად არ აქვს ნამუშევარი, იტალიის ნაკრების სამწვრთნელო შტაბში იყო, თუმცა მცირე ხნით.

სერია B-ში იტალიის ნაკრების რიგებში 2006 წლის მსოფლიოს ჩემპიონები მთავარ მწვრთნელებად მუშაობენ - ფაბიო კანავარო (ბენევენტო), ფაბიო გროსო (ფროზინონე) და ფილიპო ინძაგი (რეჯინა). ახლა მათ დე როსიც შეუერთდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112116