„პარი სენ ჟერმენი“ ლისაბონის „ბენფიკას“ წინააღმდეგ ლიონელ მესის გარეშე ითამაშებს. პარიზული გუნდის ვებგვერდმა ინფორმაცია ოფიციალურად დაადასტურა.
მესის მცირე დაზიანება აქვს, მაგრამ ჯერ უცნობია, როდის დაბრუნება მოედანზე.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში არგენტინელმა ფეხბურთელმა ყველა ტურნირზე 13 თამაში ჩაატარა, 8 გოლი გაიტანა და 8 საგოლე პასი გააკეთა. პსჟ-სა და "ბენფიკას" მატჩი 11 ოქტომბერს გაიმართება, ეს გუნდები H ჯგუფში 7-7 ქულით ლიდერები არიან.