მადრიდის „ატლეტიკომ“ და „ბარსელონამ“ ანტუან გრიზმანის გამოსყიდვაზე შეთანხმებას მიაღწიეს.
ფრანგი ფორვარდი „როხიბლანკოს“ ღირსებას 2026 წლის ზაფხულამდე დაიცავს. „ბარსელონა“ 20 მილიონ ევროს მიიღებს, რასაც ბონუსის სახით 4 მილიონი ევროც დაემატება.
ანტუან გრიზმანი „ატლეტიკოს“ გასული სეზონის წინ იჯარით დაუბრუნდა და დღემდე 46 შეხვედრაში 11 გოლი გაიტანა. მანამდე ის მადრიდულ გუნდში 2014-2019 წლებში თამაშობდა და 257 შეხვედრაში 133 გოლი გაიტანა. „ბარსელონაში“ ფრანგმა 2019-2021 წლებში 102 თამაშში თავი 35-ჯერ გამოიჩინა, კარიერის სტარტზე კი „სოსიედადის“ წევრი იყო.