ფეხბურთი

15:47 | 10.10.2022 | ნანახია [] - ჯერ

"ბრაიტონის" ფეხბურთელმა კარიერა 24 წლის ასაკში დაასრულა

„ბრაიტონის“ ნახევარმცველმა ენოკ მვეპუმ კარიერა 24 წლის ასაკში დაასრულა. ამის მიზეზი გულის დაავადება გახდა.

როგორც სამედიცინო შემოწმებამ აჩვენა, ზამბიელი ფეხბურთელისთვის საფეხბურთო კარიერის გაგრძელება დაუშვებელი იყო, რის გამოც საქმიანობას ჩამოშორდა.

მვეპუ „ბრაიტონში“ 2021 წლიდან თამაშობდა, მაგრამ კი „ზალცბურგის“ წევრი იყო. ზამბიის ნაკრებში მან 23 შეხვედრაში 6 გოლის გატანა შეძლო.

0.121618