ძიუდო

14:16 | 10.10.2022 | ნანახია 1631 - ჯერ

ლაშა ბექაური და ლუკა მაისურაძე ნახევარფინალში დამარცხდნენ, მათ ბრინჯაოს შანსი აქვთ

უზბეკეთის დედაქალაქ ტაშკენტში გრძელდება მსოფლიოს ჩემპიონატი ძიუდოში, რომლის მეხუთე საშეჯიბრო დღეს 90 კგ წონით კატეგორიაში ორი ქართველი ასპარეზობს, ლაშა ბექაური და ლუკა მაისურაძე, რომლებიც ბრინჯაოს მედლისთვის იბრძვიან.

ლაშა ბექაურმა, რომელიც ოლიმპიური ჩემპიონია, იაპონელი კოსუკე მაშიამა იპონით, ბრაზილიელი რაფაელ მაჩედო ვაზარით აჯობა, მეოთხედფინალში კი კუბელი ივან ფელიპე სილვა მორალესი 23 წამში ულამაზესი გდებით და იპონით დაამარცხა და ნახევარფინალში გავიდა, სადაც მასპინძელ დავლატ ბობონოვს შეხვდა, მაგრამ წააგო, რადგან მსაჯებმა თავის გამოყენება დაუფიქსირეს და წაგება ჩაუთვალეს. ბექაური ბრინჯაოსთვის ესპანეთის სახელით მოასპარეზე ტრისტან მოსახლიშვილს შეხვდება.

ლუკა მაისურაძემ, რომელიც თავის მხრივ, ევროპის მოქმედი ჩემპიონია, ლიბანელი კარამნობ სიგაიპოვი, მონღოლი ალტანბაგანა განტლუგა და ესპანეთის სახელით მოასპარეზე ქართველი ტრისტან მოსახლიშვილი იპონებით დაამარცხა და ნახევარფინალში იტალიელ კრისტიან პარლატის შეხვდა და დაძაბულ ბრძოლაში, ბოლო წამზე იპონით დამარცხდა. ლუკას მეტოქე ბრინჯაოს მედლისთვის კუბელი ივან ფელპე სილვა მორალესი იქნება.

საქართველოს ნაკრებმა მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე ჯერჯერობით ერთი მედალი მოიპოვა, რომელიც ტატო გრიგალაშვილის (81 კგ) აქტივშია, რომელიც მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულს დაეუფლა. მედლების გარეშე დაასრულეს ასპარეზობა ლუხუმ ჩხვიმიანმა (60 კგ), ვაჟა მარგველაშვილმა (66 კგ), ლაშა შავდათუაშვილმა (73 კგ) და ეთერ ლიპარტელიანმა (57 კგ). 11 ოქტომბერს, ტატამიზე 100 კგ წონით კატეგორიაში ვარლამ ლიპარტელიანი და ილია სულამანიძე გავლენ.


კომენტარები (3)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

13:06 | 08.12.2021
Kobe Bean (21687)

სუარესს აქვს ლიგაზე გატანილი 27 გოლი,ბენზემას 76.ყველაზე უცნაური ეს ციფრებია თუმცა რეალობა ეგაა,სუარესს ლიგაზე გატანა ყოველთვის უჭირდა.მბაპე უსწრებს უკვე ტიპს,რომელ ბენზემაზეა საუბარი.ჰოლანდიც გაასწრებს მალე.სირცხვილია აიაქსის-ლივერპულის-ბარსელონას და ატლეტიკოს ცენტრფორვარდს მხოლოდ 27 გოლი რომ აქვს ლიგაზე

12:52 | 08.12.2021
Kobe Bean (21687)

დღეს უფრო საინტერესო სათამაშო დღეა,4 მერვედფინალისტია გასარკვევი.გუშინ ერთი იყო მარტო გასარკვევი და ატლეტიკო გახდა ეგ ერთი მილანის ან პორტუს ნაცვლად.ისე ბევრი რეკორდი დამყარდა ამ ლიგაზე,ჰალემ ჯგუფში 6-ივე თამაშში გაიტანა(რაც კრისტინა-ლევანასაც შეუძლიათ,თან კრისტინას მეორედ შეუძლია მაგის გაკეთება,თუმცა ჰალემ ზოგადად პირველი 6 თამაში ითამაშა ლიგაზე და არ მგონია მაგ რეკორდს კაიხანი ვინმე შეეხოს),ლივერპულ-აიაქსმა ექვსივე მოიგეს რისი გაკეთება ბაიერნსაც შეუძლია.ბომბარდირთა დავაშიც ბევრი გოლი გააქვთ მოწინავე პოზიციებზე მყოფ ხალხს.10 გოლი გაიტანა ჰალემ,9 აქვს ლევანას და დღეს კიდევ შეუძლია მიამატოს.10 გოლით ზოგადად სეზონის ბომბარდირი ხდებოდა ხალხი,ამათ ჯგუფში გააქვთ ამდენი

12:44 | 08.12.2021
Kobe Bean (21687)

ატლეტიკო გაძვრა მაინც.ამ 4 ჯგუფიდან ყველა ძლიერი გუნდი გავიდა მერვედფინალში,ნუ ერთადერთი დორტუნდის გასვლა შეიძლება ჯობდა სპორტინგის გასვლას,თუმცა არც სპორტინგია ცუდი გუნდი და არაფრით ნაკლები არაა დორტმუნდზე.შემტევ მხიარულ ფეხბურთს თამაშობს ლისაბონური გუნდი

0.068045
1631