ფეხბურთი

12:55 | 10.10.2022 | ნანახია [] - ჯერ

სტარტი ნორვეგიასთან და ფინიში ესპანეთთან: საქართველოს ნაკრების კალენდარი ევროშესარჩევში

საქართველოს ეროვნული ნაკრები ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე A ჯგუფში ესპანეთის, შოტლანდიის, ნორვეგიისა და კვიპროსის ნაკრებებთან ერთად ითამაშებს.

დღეს ცნობილი გახდა ჯგუფის კალენდარი და გაირკვა, რომელ ტურში და როდის ვის შეხვდება ვილი სანიოლის გუნდი. საქართველო ასპარეზობას 28 მარტს, ნორვეგიასთან საშინაო მატჩით დაიწყებს და 19 ნოემბერს, ესპანეთთან საგარეო შეხვედრით დაასრულებს.

საქართველოს ნაკრების კალენდარი ევრო 2024-ის შესარჩევ ეტაპზე:

28 მარტი 2023 წელი: საქართველო - ნორვეგია

17 ივნისი, 2023: კვიპროსი - საქართველო

20 ივნისი, 2023: შოტლანდია - საქართველო

8 სექტემბერი, 2023: საქართველო - ესპანეთი

11 სექტემბერი, 2023: ნორვეგია - საქართველო

15 ოქტომბერი, 2023: საქართველო - კვიპროსი

16 ნოემბერი, 2023: საქართველო - შოტლანდია

19 ნოემბერი, 2023: ესპანეთი - საქართველო

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრები ერთა ლიგიდან ევრო 2024-ის პლეი-ოფშიც გასულია და თუ ჩვეულებრივი შესარჩევი ციკლის ჯგუფში პირველ-ორ პოზიციას ვერ დაიკავებს, ევროპის ჩემპიონატის საგზურისთვის 2024 წლის მარტში პლეი-ოფში იბრძოლებს.

0.111446