კალათბურთი

1:10 | 10.10.2022 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი შერმადინის 8 ქულა და "ტენერიფეს" ზედიზედ მესამე მოგება ლიგა ენდესაში

ესპანეთის ლიგა ენდესას მესამე ტურში გიორგი შერმადინის „ლენოვო ტენერიფე“ „ბასკონიას“ ესტუმრა და 85:79 იმარჯვა. შეხვედრა დაძაბული გამოდგა და გარდამტეხი ბოლო პერიოდი იყო, რომელიც კანარიელებმა 26:15 მოიგეს.

გიორგი შერმადინმა 14:45 წუთი ითამაშა, ხსენებულ დროში კი 8 ქულა, 1 მოხსნა და 1 პასი მიითვალა. მან 4-დან 3 ორქულიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო, მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი კი 7-ს გაუტოლდა.

„ლენოვო ტენერიფემ“ სეზონი კარგად დაიწყო და სამივე ტურში გამარჯვება მოიპოვა, მომდევნო შეხვედრას კი 15 ოქტომბერს, „მონბუსს“ უმასპინძლებს.

0.116937