ფეხბურთი

0:10 | 10.10.2022 | ნანახია [] - ჯერ

"კრემონეზეს" მწვრთნელი: "მსგავს კონტაქტზე პენალტი არასდროს ინიშნება"

„კრემონეზეს“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალვინიმ „ნაპოლისთან“ მარცხის (1:4) განაცხადა, რომ პენალტი, რომელიც ხვიჩა კვარაცხელიამ მოიპოვა, დასანიშნი არ იყო. როგორც მან თქვა, მსგავს კონტაქტზე თერთმეტმეტრიანი არ ინიშნება.

„მთლიანობაში „კრემონეზემ“ ღირსეულად ითამაშა, დიდი გამბედაობით. 92-ე წუთამდე გადაწყვეტილი არაფერი იყო, შემდეგ კი ვიღაც შედეგს ნახავს და სულ სხვა რაღაცას დაინახავს. ნახევარპენალტმა „ნაპოლის“ ხელი შეუწყო.

ასეთი პენალტი, იქიდან გამომდინარე, რომ ახალი წესებია, არ უნდა დანიშნულიყო. მსაჯებთან შეხვედრა გვქონდა და გვითხრეს, რომ მსგავს კონტაქტზე პენალტი არასდროს ინიშნება. ეს არ უკარგავს „ნაპოლის“ დამსახურებას, მაგრამ ეს ნახევარპენალტი იყო“, - თქვა ალვინიმ.

შეგახსენებთ, ხვიჩა კვარაცხელიას სერია A-ში 9 მატჩში ფანტასტიკური მაჩვენებლები აქვს: 5 გოლი, 2 საგოლე პასი და 2 მოპოვებული პენალტი. პლუს, ჩემპიონთა ლიგაზე 1 გოლი, 2 საგოლე პასი და 1 მოპოვებული პენალტი (3 მატჩში).

„ნაპოლიმ“ 23 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილში ერთპიროვნულად გალიდერდა, რადგან „ატალანტამ“ ვერ მოიგო და 2 ქულით გაასწრო. „აძურის“ ამ სეზონში არ წაუგია - 12 მატჩი, 10 მოგება და 2 ფრე (დღეს ზედიზედ მერვე გამარჯვება იყო) ნეაპოლელებს წინ „აიაქსთან“ და მერე „ბოლონიასთან“ საშინაო მატჩები ელოდებათ.

0.135465