„ნაპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ „კრემონეზესთან“ გამარჯვების (4:1) შემდეგ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა. იტალიელმა სპეციალისტმა თქვა, რომ პენალტი სამართლიანად დაინიშნა და ხვიჩას ზოგადად მთელი მატჩის განმავლობაში ბინძურად ეთამაშებოდნენ.
გარდა ამისა, სპალეტიმ კვარაცხელიას საგოლე პასი მოეწონა და აღნიშნა, რომ ეს საქციელი დაუფასდება.
„ჩემი აზრით, პენალტი იყო, სათადარიგო სკამიდან ასე ჩანდა. კვარას მთელი მატჩის განმავლობაში ხელებით ეხებოდნენ და მითხრა, რომ მის წინააღმდეგ არაერთხელ გამოიყენეს ისეთი რამ, რაც არ შეიძლება. თუმცა, ეს ალბათ იმიტომ თქვა, რომ ჯერ ბოლომდე ვერ გაეცნო ჩვენს ფეხბურთს და მოედანზე ჩვენს ქცევებს.
მესამე გოლი კვარას დამსახურებაა, მისია. გოლის ავტორი ლოზანო გახდა, მაგრამ კვარას უნდა ჩავუწეროთ, რადგან ალბათ, ახლა ხვდება, რომ ესეც ზუსტად ისეთი გოლია, როცა თვითონ იტანს. ლოზანოზე ეს საქციელი მას აუცილებლად უკან დაუბრუნდება, ჩვენ ამას არ დავივიწყებთ“, - თქვა სპალეტიმ.
შეგახსენებთ, ხვიჩა კვარაცხელიას სერია A-ში 9 მატჩში ფანტასტიკური მაჩვენებლები აქვს: 5 გოლი, 2 საგოლე პასი და 2 მოპოვებული პენალტი. პლუს, ჩემპიონთა ლიგაზე 1 გოლი, 2 საგოლე პასი და 1 მოპოვებული პენალტი (3 მატჩში).
„ნაპოლიმ“ 23 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილში ერთპიროვნულად გალიდერდა, რადგან „ატალანტამ“ ვერ მოიგო და 2 ქულით გაასწრო. „აძურის“ ამ სეზონში არ წაუგია - 12 მატჩი, 10 მოგება და 2 ფრე (დღეს ზედიზედ მერვე გამარჯვება იყო) ნეაპოლელებს წინ „აიაქსთან“ და მერე „ბოლონიასთან“ საშინაო მატჩები ელოდებათ.