შოტლანდიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა სტივ კლარკმა ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის წილისყრა შეაფასა. როგორც მან თქვა, ჯგუფში ყველა გუნდია კარგია, მაგრამ მათი მიზანი ევროპის ჩემპიონატზე გასვლაა.
„კონკურენტუნარიანი ჯგუფია, სადაც ხუთივე კარგი გუნდია და იმედია, რომ საუკეთესოები ვიქნებით. კვიპროსთან ჩემი პირველი თამაში იყო მთავარი მწვრთნელის რანგში და კარგი მოგონებები მაქვს. თამაშები ჯერ მოგებული არ არის, მოედანზე უნდა გავიდეთ და კონკურენტუნარიანები ვიყოთ. ვფიქრობთ, რომ საკმარისად თავდაჯერებულები ვართ, რომ ჯგუფში კარგად გამოვიდეთ.
ყოველდღიურად, კვირიდან კვირამდე ვმუშაობთ, მუდმივად ვცდილობთ გაუმჯობესებას, ვგრძნობთ, რომ პროგრესი გვაქვს და გვინდა ასე გაგრძელდეს, ამისთვის საჭიროა, რომ ევროპის ჩემპიონატზე გავიდეთ და მიზანი სწორედ ეს არის“, - თქვა კლარკმა.
შეგახსენებთ, ევრო 2024-ის შესარჩევი ეტაპი 2023 წლის მარტში დაიწყება და ნოემბერში დასრულდება. ჯერ კალენდარი ცნობილი არაა და მოგვიანებით გავიგებთ, ვისთან როდის მოუწევს ვილი სანიოლის გუნდს თამაში.