ლეგენდარულმა ესპანელმა ფეხბურთელმა იკერ კასილიასმა უარყო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ გეია. კასილიასმა ამის შესახებ განცხადება სოციალურ ქსელში გააკეთა.
„ანგარიში გამიტეხეს. საბედნიეროდ, ყველაფერი რიგზეა. ბოდიშს ვუხდი ჩემს ყველა გამომწერს და განსაკუთრებით ლგბტ თემს“, - დაწერა ესპანელმა.
კასილიასის ტვიტერის გვერდზე დღეს გამოქვეყნდა პოსტი, რომელშიც ეწერა, რომ გეია, მაგრამ ცოტა ხანში მან პოსტი წაშალა. გავრცელდა სხვადასხვა ვერსიები, რომლის მიხედვით, ეს უბრალოდ ხუმრობა იყო ან კასილიასმა ამ გზით სცადა თავი აერიდებინა ჭორებისგან, რომლის მიხედვით ალეხანდრა ონიევასთან რომანი აქვს.
საბოლოოდ, 41 წლის ვეტერანმა მეკარემ სიმართლეს ნათელი მოჰფინა და განაცხადა, რომ სოციალური ქსელის მისი გვერდი გატეხეს.