ფეხბურთი

16:35 | 9.10.2022 | ნანახია [] - ჯერ

ნორვეგიის ნაკრების მწვრთნელი: "საქართველოს ნაკრები ბოლო პერიოდში კარგად თამაშობს"

ნორვეგიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა სტალე სოლბაკენმა ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის წილისყრა შეაფასა. როგორც მან აღნიშნა ჯგუფი თანაბარია და ყველა გუნდს შეუძლია ქულების დაგროვება.

„ძალიან თანაბარი ჯგუფია და ვფიქრობ, ყველა გუნდს შეუძლია ერთმანეთთან ქულების მოპოვება. კვიპროსსაც შეუძლია ოთხი მეტოქიდან ერთ-ერთთან სახლში ქულები მოიპოვოს და უნდა ვეცადოთ, რომ ეს ჩვენ არ ვიყოთ.

საქართველოს ბოლოს ძალიან კარგი ციკლი ჰქონდა (ერთა ლიგაზე) და შოტლანდიას კარგად ვიცნობთ. ესპანეთი რა თქმა უნდა, ფავორიტია, მაგრამ ვფიქრობ, ბევრს შეუძლია ერთმანეთთან ქულების მოპოვება, რაც შეიძლება იყოს, როგორც პლუსი, ასევე მინუსი. ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ B და C ჯგუფში არ მოვხვდით, ამით კმაყოფილი ვარ“, - თქვა სოლბაკენმა.

შეგახსენებთ, ევრო 2024-ის შესარჩევი ეტაპი 2023 წლის მარტში დაიწყება და ნოემბერში დასრულდება. ჯერ კალენდარი ცნობილი არაა და მოგვიანებით გავიგებთ, ვისთან როდის მოუწევს ვილი სანიოლის გუნდს თამაში.

ბოლოს ისიც ვთქვათ, რომ საქართველო და ნორვეგია ერთმანეთს სამჯერ შეხვდნენ, სამივე თამაში ნორვეგიელებმა მოიგეს.

0.13079