ავტოსპორტი

15:23 | 9.10.2022 | ნანახია [] - ჯერ

ფერსტაპენმა ზედიზედ მეორე ტიტული გაინაღდა

„რედ ბულის“ მაქს ფერსტაპენმა იაპონიის დიდი პრიზის შემოკლებული რბოლა მოიგო და ზედიზედ მეორედ გახდა მსოფლიო ჩემპიონი. ბედის ირონიით, მეორე ტიტულსაც რბოლის (ოღონდ, არა სეზონის ბოლო რბოლის) ბოლო წრეზე მომხდარი ინციდენტის შემდეგ დაეუფლა.

საქმე ისაა, რომ შარლ ლეკლერმა რბოლა მეორეზე დაასრულა, რაც იმას ნიშნავდა, რომ ჰოლანდიელის მეორე კორონაცია მომდევნო რბოლისთვის უნდა გადადებულიყო. მაგრამ ბოლო წრეზე ის მოსახვევში ვერ ჩაეტია და მისი მოჭრა დასჭირდა, რითაც, როგორც სტიუარდებმა ჩათვალეს, მდევარ სერხიო პერესთან უპირატესობა მოიპოვა. ამიტომ, მათ მონაკოელი 5 წამით დააჯარიმეს. შედეგად, მეორეზე მექსიკელმა გადაინაცვლა. ფერსტაპენი კი ყველასთვის მიუწვდომელი დარჩა.

„გიჟური გრძნობაა, რადგან ფინიშის გადაკვეთისას ვიცოდი, რომ ჩემპიონობა გადაიდო. ვფიქრობდი, რომ ამ დამოკლებული რბოლის შემდეგ, ქულების ნახევარს მივიღებდით“, - ამბობს ფერსტაპენი.

ძლიერი წვიმის გამო, რბოლა ხანგრძლივად (თითქმის ორი საათით) შეწყდა. წესებით, სტარტის შემდეგ, სამი საათის განმავლობაში უნდა დასრულებულიყო. ამიტომ, ორგანიზატორებმა ის დაამოკლეს - ფინიში დროზე იყო დამოკიდბული. თავდაპირველად, რბოლა 53 წრეზე უნდა გამართულიყო, დამოკლების შემდეგ კი მხოლოდ 28 წრის გავლა მოესწრო. მოგვიანებით FIA-მ განმარტა, რომ ქულების განახევრების წესი იმ შემთხვევაში მუშაობს, როდესაც რბოლა შეწყდება და მისი განახლება ვერ მოხერხდება.

სუზუკაზე გამარჯვების შემდეგ, ფერსტაპენი 113 ქულას უგებს მეორეზე გადასულ პერესს. მექსიკელს დარჩენილ რბოლებში, 100-პროცენტიანი შედეგის შემთხვევაშიც, მაქსიმუმ 112 ქულის აღება შეუძლია. შესაბამისად, მისთვის ფერსტაპენი მიუწვდომელია.

ჰოლანდიელს განვლილი 18 რბოლიდან 12 აქვს მოგებული. დარჩენილ ოთხ რბოლაში მას 2 მოგება სჭირდება იმისთვის, რომ ერთ სეზონში მოგებული რბოლების რეკორდი გააუმჯობესოს. რეკორდი 13 მოგებაა და ის მიხაელ შუმახერს და სებასტიან ფეტელს ეკუთვნით.

იაპონიის დიდი პრიზი

სუზუკა, დისტანცია (შემოკლებული) 162.296 კმ (5.807 კმ, 28 წრე)

  1. მაქს ფერსტაპენი (ჰოლანდია, რედ ბული) 3:01'44.004
  2. სერხიო პერესი (მექსიკა, რედ ბული) 27.066
  3. შარლ ლეკლერი (მონაკო, ფერარი) 31.763
  4. ესტებან ოკონი (საფრანგეთი, ალპინი) 39.685
  5. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მერსედესი) 40.326
  6. სებასტიან ფეტელი (გერმანია, ასტონ მარტინი) 46.358
  7. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, ალპინი) 46.369
  8. ჯორჯ რასელი (ბრიტანეთი, მერსედესი) 47.661
  9. ნიკოლას ლატიფი (კანადა, უილიამსი) 1'10.143
  10. ლანდო ნორისი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 1'10.782
  11. დანიელ რიკარდო (ავსტრალია, მაკლარენი) 1'12.877
  12. ლანს სტროლი (კანადა, ასტონ მარტინი) 1'13.904
  13. იუკი ცუნოდა (იაპონია, ალფატაური) 1'15.599
  14. კევინ მაგნუსენი (დანია, ჰაასი) 1'26.016
  15. ვალტერი ბოტასი (ფინეთი, ალფა რომეო) 1'26.496
  16. გუანიუ ჟოუ (ჩინეთი, ალფა რომეო) 1'27.043
  17. პიერ გასლი (საფრანგეთი, ალფატაური) 1'28.091
  18. პიერ გასლი (საფრანგეთი, ალფატაური) 1'32.523
  19. ალექსანდრ ელბონი (ტაილანდ, უილიამსი) 28 წრე
  20. კარლოს საინსი (ესპანეთი, ფერარი) 28 წრე

უსწრაფესი წრე: გუანიუ ჟოუ - 1:44.411 (მე-20 წრე, 200.220 კმ/სთ)

მრბოლთა კლასიფიკაცია

1. მაქს ფერსტაპენი - 366 ქულა, ჩემპიონი; 2. სერხიო პერესი - 253; 3. შარლ ლეკლერი - 252; 4. ჯორჯ რასელი - 207; 5. კარლოს საინსი - 202; 6. ლუის ჰამილტონი - 180; 7. ლანდო ნორისი - 101; 8. ესტებან ოკონი - 78; 9. ფერნანდო ალონსო - 65; 10. ვალტერი ბოტასი - 46; 11. სებასტიან ფეტელი - 32; 12. დანიელ რიკარდო - 29; 13. პიერ გასლი - 23; 14. კევინ მაგნუსენი - 22; 15. ლანს სტროლი - 13; 16. მიკ შუმახერი - 12; 17. იუკი ცუნოდა - 11; 18. გუანიუ ჟოუ - 6; 19. ალექს ელბონი - 4; 20-21. ნიკოლას ლატიფი და ნიკ დე ფრისი (ჰოლანდია, უილიამსი) - 2; 22. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, ასტონ მარტინი) – 0.

კონსტრუქტორთა ჩემპიონატი

1. რდ ბული - 619 ქულა; 2. ფერარი - 454; 3. მერსედესი - 387; 4. ალპინი - 143; 5. მაკლარენი - 130; 6. ალფა რომეო - 52; 7. ასტონ მარტინი - 45; 8-9. ჰაასი და ალფატაური - 34; 10. უილიამსი - 8.

0.119148