ძიუდო

14:09 | 9.10.2022 | ნანახია [] - ჯერ

ტატო გრიგალაშვილი მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალშია!

უზბეკეთის დედაქალაქ ტაშკენტში გრძელდება მსოფლიოს ჩემპიონატი ძიუდოში, რომლის მეოთხე საშეჯიბრო დღეს ტატო გრიგალაშვილი ასპარეზობს და ოქროს მედლისთვის იბრძოლებს.

81 კგ წონით კატეგორიაში გრიგალაშვილმა ასპარეზობა მეორე წრიდან დაიწყო, სადაც ფრანგი უმარ ჯალო იპონით დაამარცხა, შემდეგ დომინიკის რესპუბლიკის წარმომადგენელ მედიქსონ დელ ორბე კორტორეალს აჯობა, ხოლო მეოთხედფინალში მოქმედი ოლიმპიური ჩემპიონი ტაკანორი ნაგაზე უმძიმეს, 7-წუთიან ბრძოლაში შიდოებით დაამარცხა და ნახევარფინალში გავიდა, სადაც ასევე სამი გაფრთხილებით საეიდ მოლაეის აჯობა და ფინალში ბელგიელ მატიას კასეს შეხვდება.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს ჩემპიონატი მეოთხე დღეა მიმდინარეობს და საქართველოს ნაკრებს ჯერ მედალი არ მოუპოვებია. უმედლოდ ლუხუმ ჩხვიმიანი (60 კგ), ვაჟა მარგველაშვილი (66 კგ), ლაშა შავდათუაშვილი (73 კგ) და ეთერ ლიპარტელიანი (57 კგ) დარჩნენ. 10 ოქტომბერს, საქართველოს სახელით 90 კგ წონით კატეგორიაში ლუკა მაისურაძე და ლაშა ბექაური იასპარეზებენ.

0.114971