ფეხბურთი

12:19 | 9.10.2022 | ნანახია [] - ჯერ

სერხიო რამოსის 28-ე გაძევება კარიერაში

სერხიო რამოსი არ იცვლება - პსჟ-ს ესპანელმა მცველმა „რეიმსთან“ ორი ყვითელი ბარათი 30 წამში მიიღო და მოედანი დატოვა.

რამოსმა პირველი ყვითელი ბარათი უხეშობისთვის მიიღო, რის შედეგადაც გაბრაზდა და მსაჯთან კამათი დაიწყო, რასაც მეორე გაფრთხილება და ავტომატურად გაძევება მოჰყვა.

ეს სერხიო რამოსის 28-ე წითელი ბარათია კარიერაში და 21-ე საუკუნუში ტოპხუთ ლიგაში მოთამაშე ამდენჯერ არ გაუძევებიათ.

სერხიოს გარეშე დარჩენილმა „პარი სენ ჟერმენმა“ კი „რეიმსს“ ვერაფერი მოუხერხა და მნიშვნელოვანი ქულები დაკარგა - 0:0.

0.119573