ფეხბურთი

14:48 | 9.10.2022 | ნანახია [] - ჯერ

ევრო 2024-ის შესარჩევი ეტაპი: საქართველოს ნაკრების მეტოქეები ცნობილია!

გერმანიის ქალაქ ფრანკფურტში ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის წილისყრა გაიმართა, შედეგად გაირკვა საქართველოს ნაკრების მეტოქეებიც.

თავიდანვე ვთქვათ, რომ ვილი სანიოლის გუნდი წილისყრის წინ მეოთხე კალათაში იყო განთესილი. შედეგად, საქართველო ევრო 2024-ის საგზურისთვის A ჯგუფში იბრძოლებს, რომელიც 5-გუნდიანია და სადაც მისი მეტოქეები ესპანეთის ნაკრები, ერლინგ ჰაალანდის ნორვეგია, შოტლანდია და თემურ ქეცბაიას გაწვრთნილი კვიპროსი იქნებიან. ამდენად შეიძლება ითქვას, რომ ერთ-ერთი ყველაზე რთული ჯგუფია.

ე.წ "სიკვდილის ჯგუფი" C ჯგუფია, სადაც ევროპის გასული ჩემპიონატის ფინალისტები იტალია და ინგლისი, ასევე უკრაინა, ჩრდილოეთ მაკედონია და მალტა მოხვდნენ.

ევრო 2024-ის შესარჩევი ეტაპის ყველა ჯგუფი:

A ჯგუფი

ესპანეთი

შოტლანდია

ნორვეგია

საქართველო

კვიპროსი

B ჯგუფი

ნიდერლანდები

საფრანგეთი

ირლანდია

საბერძნეთი

გიბრალტარი

C ჯგუფი

იტალია

ინგლისი

უკრაინა

ჩრდ. მაკედონია

მალტა

D ჯგუფი

ხორვატია

უელსი

სომხეთი

თურქეთი

ლატვია

E ჯგუფი

პოლონეთი

ჩეხეთი

ალბანეთი

ფარერები

მოლდოვა

F ჯგუფი

ბელგია

ავსტრია

შვედეთი

აზერბაიჯანი

ესტონეთი

G ჯგუფი

უნგრეთი

სერბეთი

მონტენეგრო

ბულგარეთი

ლიეტუვა

H ჯგუფი

დანია

ფინეთი

სლოვენია

ყაზახეთი

ჩრდ. ირლანდია

სან მარინო

I ჯგუფი

შვეიცარია

ისრაელი

რუმინეთი

კოსოვო

ბელარუსი

ანდორა

J ჯგუფი

პორტუგალია

ბოსნია

ისლანდია

ლუქსემბურგი

სლოვაკეთი

ლიხტენშტეინი

საკვალიფიკაციო ეტაპზე მონაწილეობას 53 ნაკრები მიიღებს. გამონაკლისია გერმანია, რომელიც ევრო 2024-ის მასპინძელია და ბუნებრივია შესარჩევ ციკლში არ ითამაშებს, ხოლო რუსეთი საკვალიფიკაციო ტურნირში უეფამ არ დაუშვა.

როგორც ხედავთ, ხსენებული 53 ნაკრები 10 ქვეჯგუფში განაწილდა, საიდანაც 7 ჯგუფი (A, B, C, D, E, F, G) 5-გუნდიანია, ხოლო 3 ჯგუფი (H, I, J) 6-გუნდიანი. ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე თითოეული ჯგუფის პირველ-მეორეადგილოსნები ავტომატურად გავლენ. ჯგუფში სხვა პოზიციები არანაირი შანსის მომტანი არ იქნება (არც პლეი-ოფის).

საკვალიფიკაციო ეტაპიდან ევროპის ჩემპიონატის საგზურს 20 ნაკრები მოიპოვებს (როგორც უკვე ვთქვით, 10 ჯგუფის 2-2 საუკეთესო გუნდი, სულ 20), რომელსაც მასპინძელი გერმანია შეუერთდება. დარჩება კიდევ სამი თავისუფალი საგზური, რომელიც 2024 წლის მარტში ერთა ლიგის პლეი-ოფში გათამაშდება (A, B და C ლიგიდან თითო-თითო). სხვათა შორის, საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე გასვლა ჩვეულებრივი შესარჩევი ციკლიდან რომ მოახერხოს, ერთა ლიგის პლეი-ოფში მონაწილეობას არ მიიღებს.

ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის განრიგი ცხადია უკვე ცნობილია. ის 2023 წლის მარტში დაიწყება და იმავე წლის ნოემბერში დასრულდება. ერთა ლიგის პლეი-ოფი კი როგორც ვთქვით, 2024 წლის მარტში შედგება.

ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის განრიგი

I ტური, 23-25 მარტი, 2023 წელი

II ტური, 26-28 მარტი, 2023

III ტური, 16-17 ივნისი, 2023

IV ტური, 19-20 ივნისი, 2023

V ტური, 7-9 სექტემბერი, 2023

VI ტური, 10-12 სექტემბერი, 2023

VII ტური, 12-14 ოქტომბერი, 2023

VIII ტური, 15-17 ოქტომბერი, 2023

IX ტური, 16-18 ნოემბერი, 2023

X ტური, 19-21 ნოემბერი, 2023

ერთა ლიგის პლეი-ოფი

ნახევარფინალები: 21 მარტი, 2024 წელი

ფინალები: 26 მარტი, 2024

ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპი: 14 ივნისი-14 ივლისი, 2024 წელი

შეგახსენებთ, ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპი 14 ივნისიდან 14 ივლისის ჩათვლით გერმანიის 10 ქალაქში (ბერლინი, მიუნხენი, დორტმუნდი, გელზენკირხენი, ფრანკფურტი, შტუტგარტი, ჰამბურგი, დიუსელდორფი, კიოლნი, ლაიფციგი) ჩატარდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117893