ფეხბურთი

21:23 | 8.10.2022 | ნანახია [] - ჯერ

უეფამ ევრო 2028-ზე გუნდების 32-მდე გაზრდაზე უარი თქვა

უეფამ ჯერჯერობით თავი შეიკავა ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გუნდების 32-მდე გაზრდაზე - გვამცნობს Sky Sports.

ვარაუდობდნენ, რომ 2028 წლის ევროს ფინალურ ეტაპზე მონაწილეთა რაოდენობა გაიზრდებოდა, მაგრამ ევროპული ფეხბურთის ხელმძღვანელმა ორგანომ სიახლეზე უარი თქვა.

შეგახსენებთ, რომ 2016 წლიდან ევროს გადამწყვეტ რაუნდში 16-ის მაგიერ 24 ნაკრები მონაწილეობს.

2024 წლის ევრო გერმანიაში გაიმართება და ტურნირის შესარჩევი ეტაპის წილისყრა ხვალ, 9 ოქტომბერს გაიმართება.

2028 წლის ევროს მასპინძლის ვინაობა კი 2023 წლის სექტემბერში უეფას კონგრესზე გაირკვევა.

თეგებიუეფა
0.120349