„სასუოლოს“ შუახაზელი, დავიდე ფრატეზი, შესაძლოა, „მანჩესტერ იუნაიტედის“ ფეხბურთელი გახდეს. ინგლისურმა კლუბმა სასუოლოში სკაუტები გააგზავნა 23 წლის ფეხბურთელის დასაზვერად - გვამცნობს Calciomercato.com.
ფრატეზი „ლაციოს’’ აღზდილია. შემდეგ ის „რომაში“ ირჯებოდა, „სასუოლოში“ კი 2017 წლიდან თამაშობს. კლუბთან კონტრაქტის ვადა მას 2026 წლის ზაფხულში ეწურება.