ფეხბურთი

18:58 | 8.10.2022 | ნანახია 3430 - ჯერ

დავითაშვილის "ბორდომ" მიქაუტაძის "მეცი" დაამარცხა

საფრანგეთის ლიგა 2-ის მე-11 ტურში ზურიკო დავითაშვილის „ბორდომ“ გიორგი მიქაუტაძის „მეცს“ უმასპინძლა და 2:0 დაამარცხა.

ორივე ქართველი ძირითად შემადგენლობაში იყო და დავითაშვილი გაცილებით აქტიურობდა. სწორედ მან დაიწყო ქუსლით კომბინაცია, რომლის შედეგად ჟირონდელებმა ტაიმის მიწურულს პენალტის დარტყმის უფლება მოიპოვეს და ჯოშ მაიამ ანგარიში გახსნა. მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში მასპინძლებმა მეორეც გაიტანეს და დამაჯერებლად მოიგეს.

დავითაშვილი მინდორზე 70-ე წუთამდე იყო, ხოლო მიქაუტაძემ შეუცვლელად ითამაშა, მაგრამ მისი გუნდი მარცხისგან ვერ იხსნა.

„ბორდო“ 11 ტურის შემდეგ 23 ქულით ლიდერია და მომდევნო ტურში 17 ოქტომბერს, „ბასტიას“ ესტუმრება, ხოლო „მეცი“ 14 ქულით მხოლოდ მეცხრე ადგილზეა, ბოლო ოთხ ტურში მესამედ დამარცხდა და მომდევნო შეხვედრას 15 ოქტომბერს, შინ „სოშოსთან“ ჩაატარებს.


კომენტარები (5)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

14:35 | 31.03.2017
ყარაჩოხელი (15)

აქვს როგორც კარგი მარჯვენა ასევე მარცხენა და შუა კიდე ამხელაო – თქვა ერნან კრესპომ.
ორთაჭალის ტურფებს გაუმარჯოს!

00:26 | 28.03.2017
zizuis-1 (242)

ვააა. კრესპო, შენ რა 4-5 წლის წინანდელ ამბებს გვიყვები? რამე ახალი გეთქვა .... შარშან კრისტინამ ეზოს გუნდით ევროპა მოიგო. ან შენ ან შენ კუმირს რამე მოგეგოთ კარგი იქნებოდა. რო ეტმასნება ეს შენი მესი ხან ხავიესტას. ხანაც ნეიმარს. თვითონ ძმა. თვითონ მოიგოს რამე თუ ტრ..ი აქვს.

10:20 | 24.03.2017
ikeraleqsa (149)

ერნან მაგარდ მევასებოდი, ძააან კლასნი იყავი

01:10 | 24.03.2017
mushni (93569)

შენც მაგარი იყავი ერნან--მევასებოდი ძაან

16:21 | 23.03.2017
KoRBeN DaLLaS (24844)

"აქვს როგორც კარგი მარჯვენა, ასევე მარცხენა"...
შუა ფეხიც კარგი აქვს და ამას მთელი ბარსა იგრძნობს. ორჯერ ტურინში, ერთხელ ნოუ კამპზე DDDDDDDDDD

23:53 | 23.03.2017
mushni (93569)

გერმანიასთან ფინალში

16:55 | 23.03.2017
BEERTRANCE (97819)

ოოო კორბენ უკვე მატჩის პროგნოზი კი არა დეტალების პროგნოზირებაზეც გადადი ჰო?

17:06 | 23.03.2017
KoRBeN DaLLaS (24844)

ეგრე იცის გამოცდილებამ. ცოტა ხანში კუთხურების და ჯარიმების ზუსტ რაოდენობასაც გავარტყამ DDDDDDDDD

01:10 | 24.03.2017
mushni (93569)

0.064977
3430