„ნაპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ „კრემონეზესთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა და თქვა, რომ ხვიჩა კვარაცხელია კარგადაა, მას თამაში შეუძლია. გარდა ამისა, იტალიელმა აღნიშნა, რომ ხვიჩასნაირი ხარისხიანი მოთამაშეები მას სჭირდება.
„გასახდელში ეიფორია არ არის, ან ზედმეტი აღტაცების ტენდენცია, პირიქით, გვინდა კარგად ვითამაშოთ. ვერ ვხედავ გადაჭარბებულ ეიფორიას ქალაქში ნეაპოლელების მხრიდანაც, მაგრამ ცხადია, ყველამ იცის, რომ კარგად ვთამაშობთ. თუმცა, ფეხბურთში სტაბილურობის შენარჩუნება საჭიროა, სეზონი გრძელია და ყველაფერი გეგმიურად უნდა გავაკეთოთ.
როტაცია? თანამედროვე ფეხბურთში არ არსებობს როტაცია, ეს არასწორი მიდგომაა. ყველა ფეხბურთელი მნიშვნელოვანია, მაგალითად, ნდომბელე ერთხელ ტაიმს თამაშობს და მეორედაც ერთ ტაიმს, ეს მთლიანობაში ერთი მატჩია. ჩემთვის არ არსებობენ ძირითადის და სათადარიგო სკამის მოთამაშეები, გუნდისთვის ყველა მნიშვნელოვანია.
კვარაცხელია და ზელინსკი როგორ არიან? ორივეს შეუძლია თამაში, კვარამ ივარჯიშა და ის ძალიან კარგადაა. მაინც შეიძლება დავასვენო? მე უკვე გამაკრიტიკეს იმის გამო, რომ წინა მატჩებში მას ბოლო წუთებში ვცვლიდი. მომავალში ბევრი რთული მატჩი გველოდება და ხვიჩასნაირი ხარისხიანი ფეხბურთელები დაგვჭირდება. ვეცდებით, სიტუაცია კარგად შევაფასოთ. დღეს შემადგენლობის შესახებ ვერანაირ მინიშნებას ვერ გავაკეთებ, რადგან მომწონს, როცა ამას პირველ რიგში ფეხბურთელებს ვაცნობ“, - თქვა სპალეტიმ.
შეგახსენებთ, რომ „კრემონეზესა“ და „ნაპოლის“ მატჩ 9 ოქტომბერს, თბილისის დროით 20:00 საათზე გაიმართება.