მაქს ფერსტაპენმა მეორე ტიტულის იაპონიაშივე გასანაღდებლად, პირველი ნაბიჯი გადადგა - საკვალიფიკაციო რბოლა მოიგო. რბოლის მიწურულს, მან სულ რაღაც, 0.10 წამით აჯობა შარლ ლეკლერს. კარლოს საინსს კი პოულამდე 0.057 წამი დააკლდა.
მაგრამ რბოლის შემდეგ ფერსტაპენის პოული კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა. საქმე ისაა, რომ გასახურებელ წრეზე მყოფმა ჰოლანდიელმა, სწრაფი ტემპით მოძრავ ლანდო ნორისს მოსახვევ 130R-ში გზა გადაუღობა. ნორისმა სასწაულებრივად შეძლო მანქანის მორიდება და ბალახზე გადასვლაც დასჭირდა. ფერსტაპენმა მოუბოდიშა, მაგრამ მსაჯებმა ინციდენტი დააფიქსირეს და მისი განხილვა რბოლის შემდეგ დანიშნეს.
„რედ ბულის“ პილოტისთვის ბედად, მისი შედეგი ძალაში დარჩა და მსაჯებმა მას სიტყვიერი გაფრთხილება აკმარეს.
შეგახსენებთ, რომ ფერსტაპენი ლეკლერს 104 ქულას უგებს და ჩემპიონის მეორე ტიტულის გასანაღდებლად, სუზუკაზე რბოლაში, მონაკოელზე რვა ქულით მეტის აღება სჭირდება. სწორედ ამდენს მოუგებს, თუ რბოლას ლეკლერზე წინ, პირველ ადგილზე დაასრულებს და უსწრაფესი წრის ბონუს ქულასაც აიღებს.
იაპონიის დიდი პრიზი
კვალიფიკაცია
- მაქს ფერსტაპენი (ჰოლანდია, რედ ბული) 1'29.304
- შარლ ლეკლერი (მონაკო, ფერარი) 0.010
- კარლოს საინსი (ესპანეთი, ფერარი) 0.057
- სერხიო პერესი (მექსიკა, რედ ბული) 0.405
- ესტებან ოკონი (საფრანგეთი, ალპინი) 0.861
- ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მერსედესი) 0.957
- ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, ალპინი) 1.018
- ჯორჯ რასელი (ბრიტანეთი, მერსედესი) 1.085
- სებასტიან ფეტელი (გერმანია, ასტონ მარტინი) 1.250
- ლანდო ნორისი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 1.699
- დანიელ რიკარდო (ავსტრალია, მაკლარენი) 1.355
- ვალტერი ბოტასი (ფინეთი, ალფა რომეო) 1.405
- იუკი ცუნოდა (იაპონია, ალფატაური) 1.504
- გუანიუ ჟოუ (ჩინეთი, ალფა რომეო) 1.649
- მიკ შუმახერი (გერმანია, ჰაასი) 2.135
- ალექსანდრ ელბონი (ტაილანდ, უილიამსი) 2.007
- პიერ გასლი (საფრანგეთი, ალფატაური) 2.018
- კევინ მაგნუსენი (დანია, ჰაასი) 2.048
- ლანს სტროლი (კანადა, ასტონ მარტინი) 2.115
- ნიკოლას ლატიფი (კანადა, უილიამსი) 2.207