გოგა ბითაძემ პირველი საგამოფენო მატჩი ჩაატარა. მისი ინდიანა ნიუ იორკ ნიკსს შეხვდა და დიდი სხვაობით – 114:131 წააგო. შეგახსენებთ, რომ პირველ საგამოფენო მატჩში, რომელშიც ინდინელებმა შარლოტს მოუგეს, ქართველ ცენტრს არ უთამაშია.
მატჩის ბედი მეორე პერიოდში გადაწყდა, რომელშიც ნიუიორკელებმა არც მეტი არც ნაკლები, 46 ქულა ჩააგდეს.
ბითაძისთვის სეზონის პირველი მატჩი ნაყოფიერი იყო: 16 წუთში 5 ქულა, 4 პასი, 2 დაფარება და 8 მოხსნა მოაგროვა, 5-დან 2 ორქულიანი და 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო.
24 ქულით მატჩის ბომბარდირი ნიუიორკელი ტოპინი გახდა.
„ინდიანა პეისერსი“ მომდევნო მატჩს 13 ოქტომბერს ისევ „ნიუ იორკ ნიქსის“ წინააღმდეგ გამართავს, ამჯერად ინდიანაში.
GBF.GE
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
სასწაულია დანკანი
+
უბერებელი, უდიადესი და უკეთილშობილესი. დანკანი ლეგენდაა, ის სტატისტიკაზე, ბეჭდებზე და ასაკზე მაღლა დგას. ის არც მეფეა და არც ჯადოქარი, გენერალ პოპოვიჩის ჯარისკაცია, ძალიან გამოცდილი და თავისი საქმის უბადლო ოსტატი. ტიმი ჩემთვის კალათბურთია.
+
ჯეიმსი ბევრ ვერ აგდებს...
მგელია დანკანი, გალინარიზე მწყდება გული მაგრად ვბალეშიკობ და ტრამვის შემდეგ უჭირს ფორმაში შესვლა
+
დანკანი უბერებელია,უპირობოდ დგას დიადი ლეგენდების გვერდით.აღმოსავლეთის მოულოდნელ ლიდერს მეფემ მიუთითა რეალურად ვინ ზევითაა და ვინ ქვევით,მიუხედავად იმისა რომ კონფერენციის ფინალში ჩიკაგო მგონია კლივლენდის მომავალი მეტოქე,მაინც მშვენიერი იყო სტარტზე კარგად მოთამაშე ტორონტოს საკუთარ კედლებში კავალერიის მიერ ძლევა.ასეა ეს.
+