ვეტერანმა არგენტინელმა ფეხბურთელმა გონსალო იგუაინმა „ნაპოლიში“ გატარებული პერიოდი გაიხსენა და თქვა, რომ იმ მომენტების დავიწყება შეუძლებელია. თუმცა, მან ისიც თქვა, რომ ნეაპოლელ გულშემატკივრებს შეუძლიათ ფეხბურთელს ქებიდან 15 დღის შემდეგ შეურაცხყოფაც მიაყენონ.
„ნაპოლის“ პერიოდი? ეს არის მომენტები, რომელთა დავიწყება შეუძლებელია. ერთ-ერთი საუკეთესო გრძნობაა, რომელიც შეიძლება ფეხბურთელმა განიცადოს, როდესაც მთელი სტადიონი გოლის შემდეგ შენს სახელს ყვირის. ამაზე დღემდე გიჟივით ვფიქრობ. თუმცა, პირიქითად შეიძლება მოხდეს, ფეხბურთში ყველაფერი მშვენიერი არაა. ერთ დღეს 60 ათასი ადამიანი შენს სახელს სკანდირებს, 15 დღის შემდეგ კი შეიძლება შეურაცხყოფა მოგაყენონ. ყველაფერი სწრაფად იცვლება, ძალიან სწრაფად. შედეგად, დროთა განმავლობაში ვისწავლე, რომ ქებით ზედმეტად მაღლა არ ავსულიყავი და კრიტიკითაც ძირს აღარ ვეცემოდი“, - თქვა იგუაინმა.
შეგახსენებთ, რომ გონსალო იგუაინი „ნაპოლიში“ 2013-2016 წლებში თამაშობდა და 149 შეხვედრაში 91 გოლის გატანა მოახერხა.